სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ

26 დეკ, 2014

26 დეკემბერს,  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის წევრებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურიშვილმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ მედიას 2 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. სამინისტროების ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს მათი უწყებების მიერ რეგიონში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი თვითთმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.ადგილობრივ მოსახლეობას თავისი 1 წლის საქმიანობის ანგარიში ასევე წარუდგინა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშების წარდგენა ქვეყნის ყველა რეგიონში პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მიმდინარეობს. {AG}2014.12.26-konferencia{/AG}

სხვა სიახლეები