სადღესასწაულო საჩუქრები სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და ძალისხმევით სოციალურად დაუცველ 260 ოჯახს ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად, სადღესასწაულო ნობათები დაურიგდათ.
სურსათითა და ტკბილეულით დატვირთული ნობათების დარიგების პროცესში მონაწილეობა მიიღო გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. ისინი პირადად ეწვივნენ სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.საახალწლო საჩუქრები მიიღეს უსინათლო და წითელი ჯვრის ბენეფიციართა 30 ოჯახმაც, რომელთაც პირველადი ჰიგიენური მოხმარების ნივთები და ტკბილეული, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ ერთობლივად გადაეცათ. საახალწლოდ, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 100-100 ლარი მიიღეს ომში დაღუპული ჯარისკაცების ცამეტმა ოჯახმა, ამავე ოდენობის თანხა გადაეცათ 461 დევნილ ოჯახსაც. {AG}2014.12.30-saakhalwlo.nobati{/AG}