მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ძვირფასო მარნეულელებო და თანამემამულენო გილოცავთ შობა- ახალ წელს!მშვიდობის, კეთილდღეობის, ერთობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის და სრულიად საქართველოსთვის ახალი 2015 წელი.
ყოველი ახალი წლის დადგომა ახალი საქმეების წამოწყების, ოცნებებისა და სურვილების ასრულების საწინდარია. ამიტომ გისურვებთ, რომ ყველა ის ჩანაფიქრი და სურვილი, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობისკენაა მიმართული, აგსრულებოდეთ. 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. სწორედ ამ არჩევნების შედეგად, მარნეულელი მოსახლეობის მხარდაჭერით, პირდაპირი წესით ამირჩიეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლად. მინდა მადლიერება გამოვხატო ამ მშრომელი, თბილი და სიკეთის დამნახავი ხალხის მიმართ, რომ მენდნენ და მხარი დამიჭირეს არჩევნებში. ეს არ იყო ჩემი პირადი გამარჯვება პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ ეს არის ხალხის მიერ მონიჭებული ნდომის მანდატი და უდიდესი პასუხისმგებლობა, როგორც მარნეულელი მოსახლეობის ისე ქვეყნის წინაშე. მოსახლეობასთან ურთიერთთანამშრომლობა და მათთან მჭიდრო კონტაქტი ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს და დასახულ გეგმებს რეზონანსულს და პროგრესულს ხდის. ამის ნათელი მაგალითია ის განხორციელებული 200-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, როგორიცაა სასმელი და სარწყავი სისტემების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობა და სხვა. ასევე ხორციელდება სოციალური პროგრამები სხვადასხვა კატეგორიის ოჯახების დასახმარებლად. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი განხორციელებაც ვაპირებთ. მომავალი წლისთვის დაგეგმილია უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.ყველა ის პროექტი, რომელიც დასრულდა ან ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებისამებრ, მათ მიერ დაყენებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად ხორციელდება. იმედი მაქვს ურთიერთთანამშრომლობით წამოწყებული ყველა მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დასრულდება.უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს მთავრობას ყურადღებისთვის, თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მომავალს! მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი