სიახლეები

განცხადება

31 დეკ, 2014

საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიიჩნევს განმარტება გააკეთოს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქ. მარნეულის ტერიტორიაზე, თამარ მეფის #1 მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოქალაქის მიერ თვითმენებურად იქნა განთავსებული მისამართის აღმნიშვნელი ფირნიში წარწერით - „УЛ. ЦАРИЦА ТАМАРА 1“, რაზედაც ჩვენი მხრიდან მოხდა რეაგირება და მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული ფირნიში ჩამოხსნილი იქნა.მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური

სხვა სიახლეები