საახალწლო ღონისძიებები მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ეზოში საახალწლო ღონისძიება დღეს 16:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ადგილობრივი სამუსიკო და საცეკვაო ჯგუფები ზრუნავენ.
გაიხსნება საახალწლო სოფელიც, სადაც დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოფენა–გაყიდვა. საახალწლო აქციებით წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა კომპანიები და ორგანიზაციები.საახალწლო ღონისძიება ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო გასართობი პროგრამასაც მოიცავს, როგორიცაა - საახალწლო ფილმის ჩვენება, თოვლის ბაბუის მიერ საჩუქრების დარიგება, საცირკო წარმოდგენები, საპნის ბუშტების გაბერვა და სხვა.მოსახლეობისთვის დამდეგი ახალი წლის მისალოცად ღონისძიებაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდა.„ძვირფასო მარნეულელებო და თანამემამულენო გილოცავთ ახალ წელს.მშვიდობის, კეთილდღეობის, ერთობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის და სრულიად საქართველოსთვის ახალი 2015 წელი. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი გაცილებით ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.“-ამ სიტყვებით მიმართა გამგებელმა ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.ღონისძიების მსვლელობისას სპორტული ასპარეზობების მოეწო - მკლავჭიდში, სადაც გამოვლენილი გამარჯვებულები გამგებელმა სამახსოვრო დიპლომებით დააჯილდოვა. ასევე გაიმართა აკრობატიკა, სააჰერო ტანვარჯიშის ნომერი და სხვა მრავალი საინტერესო აქტივობა. აღსანიშნავია, რომ საახალწლო ღონისძიება ცნობილი დიჯეის თანხლებით დაასრულდება, სადაც მოეწყობა გრანდიოზული ლაზერ-შოუ. {AG}2014.12.31-saakhalwlo.gonisdzieba{/AG}