ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მომზადების ცენტრმა მარნეულის ჯგუფს სერტიფიკატები გადასცა
6 იანვარს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მომზადების ცენტრმა მარნეულის ჯგუფის მსმენელებს, კურსის წარმატების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა, რომელსაც გამგებელი მერაბ ოფჩიშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენლები და მსმენელები ესწრებოდნენ.ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მომზადების სპეციალური კურსი შემდეგ დისიპლინებს მოიცავდა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; კოდექსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და ზოგადი უნარები. {AG}2015.01.06-sertifikatebis.gadacema{/AG}