მარნეულში ალილოს მსვლელობა გაიმართა
ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა.მეალილოეების მსვლელობა, ალილოს გალობის თანხლებით, მარნეულის დავით აღმაშენებელის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და საშობაო ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა.
ქრისტეშობის მახარობლებს უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდა, სადაც გროვდებოდა შესაწირავი ნობათი, რომელიც შემდგომ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში განაწილდება.საზეიმო მსველობას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა, რომლის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით მსგავსი მსვლელობა მარნეულში მეორე წელია იმართება.ალილოს მსვლელობა გამგეობის შენობის წინაც შეჩერდა, სადაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ალილოს მონაწილეებს ტკბილეულითა და სურსათით დატვირთული ნობათებით შეეგება და ხალხს შობის დღესასწაული მიულოცა.ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის ეზოში დასრულდა, სადაც მეუფე გიორგიმ შეკრებილი მეალილოეები დალოცა. {AG}2015.01.07-alilo{/AG}