განცხადება
საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიიჩნევს განმარტება გააკეთოს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქ. მარნეულის ტერიტორიაზე, თამარ მეფის #1 მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოქალაქის მიერ თვითნებურად იქნა განთავსებული მისამართის აღმნიშვნელი ფირნიში წარწერით - „ქ.მეფე ტამარა“/ „УЛ. ЦАРИЦА ТАМАРА 1“, რაზედაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს მოხდა რეაგირება და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე აღნიშნული ფირნიში ჩამოხსნილი იქნა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური