ფინალური ინტელექტუალური შეჯიბრი ჩაის სახლში
დღეს მარნეულის ჩაის სახლში პროექტის „საინფორმაციო კამპანია ნატოს შესახებ მარნეულის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.აღნიშნული პროექტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თოფჩიშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკურ საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ნატა ქორიძე, რუმინეთის ელჩის მოადგილე რადუ გორინჩოი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალი.აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრეინინგის ციკლი გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში, რომლის ძირითადი თემა იყო ნატო-ს როლი მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა.დასკვნით ღონისძიებაზე, ოცდათხუტმეტმა აქტიურმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ შეჯიბრში ნატოს თემაზე.შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, სადაც I - კაჩაგანს, II- ალგეთს, ხოლო მესამე ადგილი კასუმლოს გუნდს ერგო.პროექტში მონაწილე მოსწავლეები სპეციალური დიპლომებით, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. {AG}2015.01.14-dajildoeba{/AG}