მარნეულში ზურაბ ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
დღეს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სახელმწიფო ენის ინტენსიური კურსის მსმენელებს, კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.გამგებელმა ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და შრომისთვის, ხოლო კურსსდამთავრებულებს წარმატება უსურვა.აღსანიშნავია, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენის ინტენსიური კურსის სისტემატურად ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იღებენ. {AG}2015.01.21-jvanias.skola{/AG}