მარნეული ძიუდოში საქართველოს პირველობას მასპინძლობს
მარნეულის სპორტული ცენტრი „ATA – HOLDING“ ძიუდოში საქართველოს პირველობას მასპინძლობს, 1998-1999 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს 14 თებერვალს ჩემპიონ-პრიზიორები პირველ ოთხ წონით კატეგორიაში 50, 55, 60 და 66 კილოგრამებში გათამაშდა. ხოლო 15 თებერვალს გამოვლინდებიან 73, 81, 90,+ 90 კილოგრამებში გამარჯვებულები.თითოეულ წონით კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით.ძიუდოს ტურნირს, დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მისი მოადგილე რამინ ისმაილოვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ. {AG}2015.02.14-15-judo.saq.chempionati{/AG}