სიახლეები

გამგებელი ქალაქ მარნეულში კლინიკა „პროფესორის“ გახსნას დაესწრო

03 მარ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად  ქალაქ მარნეულში კლინიკა  „პროფესორის“ საზეიმო  გახსნას დაესწრო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად  ქალაქ მარნეულში კლინიკა  „პროფესორის“ საზეიმო  გახსნას დაესწრო.

გამგებელმა კლინიკის დამფუძვნებლებს  და მედ - პერსონალს მიულოცა კლინიკის  გახსნა და მათ  მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
კლინიკა პროფესორი  რეპროდუქციული მიმართულების კლინიკას წარმოადგენს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს- როგორიცაა უნაყოფობის მკურნალობა, IVF პრეინვიტრო, ოზონოთერაპია, ფიზიო პროცედურები, ტალახით მკურნალობა, ქიმიოთერაპია, გეგმიური ამბულატორია და სხვა.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში მაღალკვალიფიციური, სანდო პროფესიონალები 6 დღის განმავლობაში მოემსახურებიან მუნიციპალიტეტი მოსახლეობას, - თანამედროვე აპარატურის გამოყენებით,  რაც პრაქტიკულად თავიდან ააცილებს პაციენტებს მსგავსი სამედიცინო სერვისების მიღების მიზნით რაიონიდან გასვლისა და ტრანსპორტირების მრავალჯერად აუცილებლობას, რაც დაზოგავს მათ მარეტიალურ და დროით ხარჯებს.“-განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნინო იმერლიშვილმა. 
აღსანიშნავია, რომ კლინიკა „პროფესორი“  3 მარტიდან - 8 მარტის ჩათვლით მარნეულში  მცხოვრებ მანდილოსნებს სთავაზობს უფასო  კონსულტაცია-გამოკლვევებს.

სხვა სიახლეები