სიახლეები

პომიდორის სასათბურე მეურნეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში

11 მარ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ არაფლოში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა ახალი პომიდორის სასათბურე მეურნეობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ არაფლოში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა ახალი პომიდორის სასათბურე მეურნეობა.

ი/მ ვაგიფ ბაირამოვს, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში აღებული სესხით  სარგებლობს, პროდუქცია 2 ჰა მიწის ფართობზე მოყავს.
მეურნეობა წელიწადში 300 ტონა პომიდორს აწარმოებს, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 
გარდა ამისა, მეურნეობა ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმების საშუალებას იძლევა; ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის  მონაცემებით „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაფინანსებულია 89 ახალი საწარმო, აქედან 18 ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში ფუნქციონირებს.

სხვა სიახლეები