გამგეობაში „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
25 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ საგანმანათლებლო პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები - მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს შეხვდნენ.
26 მარტს, ქალაქ მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე საბავშო თეატრმა „მეორე სახლი 2“ სპექტაკლი „ალადინი“ გამართა.
თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა შთამბეჭდავი დეკორაციებითა და ფერად კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობების საშუალებით, პატარა მაყურებლები ერთი საათით, არაბულ ზღაპარში ამოგზაურა.
შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ პატარა მსახიობები თავიანთ თანატოლების წინაშე პროფესიონალურად წარსდნენ და საინტერესო სანახაობა შეთავაზეს მოზარდ მაყურებლებს.
აღნიშნულ სპექტაკლს ქალაქ მარნეულისა და სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.