სიახლეები

მარნეულში მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანების საკითხზე იმსჯელეს

26 მარ, 2015

26 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში ტყის გაშენების პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

26 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში ტყის გაშენების პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იორდანიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ქალაქ მარნეულის შემოსასვლელთან  ერთ-ერთი პოტენციური ადგილიც მოინახულეს, სადაც მომავალშიც გაგრძელდება ნერგების დარგვის სამუშაოები. 
შეხვედრაზე ნერგების დარგვისთვის  ნიადაგის სინჯის, შესაბამისი სახეობის ნერგების შერჩევისა და გამწვანებული ტერიტორიის  მოვლისთვის  უფლება-მოვალეობების  გაწერის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნერგების მოვლისა და გახარების სამუშაოები  სასურველი შედეგის მისაღებად.

სხვა სიახლეები