სიახლეები

მარნეულში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე ტრენინგი მიმდინარეობს

23 აპრ, 2015

    მარნეულის   მუნიციპალიტეტის  გამგეობაში, ქალთა ოთახის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე– ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; ქალთა უფლებები და დაცვის მექანიზმები.  

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღე  აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სოფელ ალავრის, ყიზილაჯლოს და საიმერლოს საჯარო სკოლის ეზოებში  მოეწყო  გამწვანების აქცია, რომელშიც ჩაერთვნენ  სკოლის მოსწავლეები  და  პედაგოგები.

აქციის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიებზე 15–15 იფნის ჯიშის ნერგები დაირგო.
აღსანიშნავია,  რომ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს  თავჯდომარე ნაბი  აბდულაევთან ერთად. 
ღონისძიების დასასრულს  სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ადგილობრივი თვითმართველობის წევრებმა,   სამახსოვრო პოსტერი შექმენეს, სადაც ილუსტრირებული იყო გარემოზე ზრუნვა. 
გამწვანების აქციის მიზანს  ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, გარემოს დაცვის კუთხით ახალგაზრდების თვითშეგნების ამაღლება  და   სამოქალაქო აქტიურობის გაზრდა წარმოადგენდა.

სხვა სიახლეები