სიახლეები

მარნეულში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე ტრენინგი დასრულდა

23 აპრ, 2015

მარნეულის   მუნიციპალიტეტის  გამგეობაში, ქალთა ოთახის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგი თემაზე– ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; ქალთა უფლებები და დაცვის მექანიზმები.

ტრენინგი    პროგრამა „ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ -ის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანს ქალბატონებისათვის  ქალთა უფლებებისა  და  დაცვის მექანიზმების  გაცნობა წარმოადგენდა. 
აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ქალბატონები, პედაგოგები სხვადასხვა სოფლებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამშომლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სემინარის ბოლოს, ტრენინგში მონაწილე ყველა ქალბატონს  შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

სხვა სიახლეები