სიახლეები

მარნეულში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

01 ივნ, 2015

ქალაქ მარნეულში №1 სამხედრო დასახლებაში ორი ორ სართულიანი  №1 და №11 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქალაქ მარნეულში №1 სამხედრო დასახლებაში ორი ორ სართულიანი  №1 და №11 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რეაბილიტირდება კორპუსების გარე ცოკოლი და სარდაფის მზიდი კედლები, რომლებიც  დროთა განმავლობში დაბალი ბეტონის მარკის გამო დაზიანდა და საჭიროებდა გაძლიერება/გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას. გარდა ამისა, მოხდა ფანჯრების ქვეშ დაზიანებული ქვის წყობის აღდგენა და ოთახის შიგნით დაზიანებული ბლოკის კედლის წვრილი სამშენებლო ბლოკით შევსება. 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში დასაქმდა 8 ადამიანი.
№1 სამხედრო დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციაო სამუშაოებს  შპს-„თეგი“ ასრულებს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის მაისში დაიწყო და ივლისის თვეში დასრულდება, რომლის ღირებულება #1 კორპუსის 88200 ხოლო #11 კორპუსის 56000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები