სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

01 ივნ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ თამარისში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ თამარისში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მოხდება არსებული ძველი საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაცია, რაც ძველი საკანალიზაციო სისტემის შეცვლა/გამაგრებას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 25 ადამიანი, აქედან 10 ადგილობრივია.
სოფელ თამარისში სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს-„თეგი“ ასრულებს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის თებერვალში დაიწყო და ივლისის თვეში დასრულდება, რომლის ღირებულება 219 997 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები