სიახლეები

კულტურის სახლში „ლურჯი თოვლის“ ჩვენება გაიმართა

13 ივნ, 2015

12 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა, კულტურის სახლში მოაწყო სპექტაკლის ჩვენება, სახელწოდებით - „ლურჯი თოვლი“, რომელიც ახალგაზრდა მწერლის ირაკლი ცხადაიას პიესის მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია,რომ სპექტაკლში ადგილობრივი ახალგაზრდა მსახიობები - ზურა ხაფთანი, მარი მაღალაშვილი, ქეთი აბაშიძე, ლაშა-გიორგი ბახტურიძე, ირაკლი ხარშილაძე და ირაკლი ნოზაძე თამაშობდნენ.
ახალგაზდრული თეატრის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა თეატრის მოყვარული საზოგადოება აღფრთოვანებული დატოვა, რისთვისაც დარბაზიდან მსახიობებმა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

სხვა სიახლეები