სიახლეები

ყიზილაჯლოს მოსახლეობას უფასო სამედიცინო აქცია ჩაუტარდათ

21 ივლ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კლინიკა "პროფესორის" ერთობლივი ძალისხმევით, ყიზილაჯლოს ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა-კონსულტაციები გამართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კლინიკა "პროფესორის" ერთობლივი ძალისხმევით, ყიზილაჯლოს ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა-კონსულტაციები გამართა.

აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი-დიეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, რეპროდუქტოლოგი, ბავშვთა რეაბილიტაცია-ვოიტათერაპევტი უსასყიდლოდ მოემსახურათ.
კლინიკა "პროფესორის“ მიერ უფასო სამედიცინო აქციები მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიულ ერთეულებში ინტენსიურად გაგრძელდება.

სხვა სიახლეები