სიახლეები

სოფელ თამარისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

22 ივლ, 2015

სოფელ თამარისში  ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელების მიზნით  აქტიური სამუშაოები გრძელდება.

სოფელ თამარისში  ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელების მიზნით  აქტიური სამუშაოები გრძელდება.

ამ ეტაპისთვის,   მიმდინარეობს  საცხოვრებელი კორპუსის (ყოფილი სკოლის შენობის) –  სტიქიით დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია. შენობა ერთსართულიანია, რომელშიც  5 ოჯახი ცხოვრობს. 
პარალელურად,  სარემონტო სამუშაოები უტარდება სოფელში არსებულ მეორე საცხოვრებელი კორპუსის სახურავსაც (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა), რომელშიც ორი ოჯახი ცხოვრობს. კორპუსების რეაბილიტაციისათვის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან გამოიყო  78  875  ლარი.
სოფელ თამარისში,  აქტიურად მიმდინარეობს  საკანალიზიო ქსელის რეაბილიტაციაც, რომელიც თამარისის მცხოვრებლებისათვის წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო. 
პროექტის ფარგლებში ხდება არსებული  საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაცია, რაც ძველი საკანალიზაციო სისტემის შეცვლა/გამაგრებას გულისხმობს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   გამოიყო  219  987  ლარი.

სხვა სიახლეები