ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი დაიწყო
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის – რეგიონული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსთან მინიდია ღლონტთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსთან გიორგი ხომერიკთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.

სტუმრებმა დაათვალიერეს შემდეგი პროექტები: სოფელ თამარისში არსებული საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გარე განათების მოწყობა, სოფელ წერეთლის შიდა გზების, ქ. მარნეულში #1 სამხედრო დასახლებაში ორ სართულიანი საცხოვრებელი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე ქ. მარნეულში მდებარე #11 საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლების გამაგრებითი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში უკვე ორი დღეა მიმდინარეობს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი, რომელიც ორ დღეში დასრულდება.