სიახლეები

გამგეობაში კაპანახჩის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საუშაო შეხვედრა გაიმართა

18 აგვ, 2015

17 აგვისტოს მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა  იაპონიისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა  გამართა.

17 აგვისტოს მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა  იაპონიისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა  გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნის  დეტალები, რომელიც 6 საჯარო სკოლაში გაიხსნება, ასევე   სოფელ კაპანახჩის საბავშვო ბაღის უახლოეს მომავლში საზეიოდ გახნის პერსპექტივებზე  ისაუბრეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ იაპონიისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები და ააიპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ პროექტის  მენეჯერი  ოლგა ენდელაძე.
შეგახსნებეთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციის  პროგრამა აქტიურად  მიმდინარეობს.  პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში,  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღების შექმნა. აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულებულია კაპანახჩის საბავშვო ბაღის რებილიტაცია.კაპანახცის საბავშო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი განხორცილედა იაპონიისა და პოლონეთის  საელჩოების, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში.  

სხვა სიახლეები