1-ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღე
ქ . მარნეულის მე-8 და მე-3 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა, „ჩემები“ და „ნათელი მომავალი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ორგანიზებით მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია.
აღნიშნული სკოლების მოსწავლეებმა შეაგროვეს საკვები პროდუქტი,ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და 1ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გადასცეს ძეგვის შერეული ტიპის თავშესაფარს, სადაც ცხოვრობს სამოცამდე ადამიანი.