სიახლეები

სიქას ორგანიზაციის შეხვედრა

25 ივნ, 2013

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული შენობის დიდ დარბაზში გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა

გადამზადების პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა. პროგრამა ფინანსდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ანხორციელებს „PH International’’-ი. ქვემო ქართლის რეგიონში ამ პროგრამას ხელმძღვანელობს პარტნიპორი ორგანიზაცია ,,სიქა’’. შეხვედრაზე პარტნიორმა ორგანიზაციამ წარმოადგინა 2012-2013წლის მუშაობის შედეგები. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის სკოლების დირექტორები, მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. პროგრამის ფარგლებში სკოლებში შექმნილია სამოქალაქო კლუბები, რომლებშიც გაწევრიანებული არიან მოსწავლეები მეცხრე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. მათი მთავარი საქმიანობა სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელებაა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებასა და ხელშეწყობას ემსახურება. ახალგაზრდებს შეუძლიათ პრობლემის იდენთიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება. ამ კუთხით ისინი აქტიურად თანამშრომლობენ გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებთან და სტრუქტურებთან.აქტიურ სკოლებს გადაეცათ სერთიპიკატები. საუკეთესო მუშაობისათვის კი მერვე საჯარო სკოლას საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.

სხვა სიახლეები