სიახლეები

მარნეულში დასუფთავების აქცია გაიმართა

19 სექ, 2015

პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს’’ ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 18 სექტემბერს, დასუფთავების აქცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ აქციაში გარდა თვითმმართველობის თანამშრომლებისა, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მარნეულელი ახალგაზრდები. 
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო’’ პროექტს - ,,დავასუფთაოთ საქართველო’’ 2010 წლიდან ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია ყოველწლიურად ქვეყნის ყველა რეგიონში იმართება.

სხვა სიახლეები