სიახლეები

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით-სოციალური ბიუჯეტირებისთვის

29 სექ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში პროექტ „თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა სოციალური (გენდერული) ბიუჯეტირებისთვის“-ის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს - კონკრეტული თემის საჭიროებების განსაზღვრა და არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების დასახვა წარმოადგენდა.ამ ეტაპისთვის შეხვედრაზე განხილული იქნა დამია-გეურარხის ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემური საკითხების განხილვა.შეხვედრას გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.აღნიშნული პროექტი პროექტ, „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“ ხორციელდება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. {AG}2015.09.28-shexvedra.genderi{/AG}

სხვა სიახლეები