სიახლეები

ამა წლის 6 ნოემბერს, ააიპ ,,მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით პოლონეთის საელჩოს მდივანი ერჟე რჟანოვსკი შეხვდა მარნეულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებს, არასამთავრობო სექტორსა და თვითმმათველობის წარმომადგენლებს

08 ნოე, 2013

6 ნოემბერს, 10:00 საათზე, ორგანიზაციის „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ინიციატივით მარნეულის სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მდივანი ერდჟი როხოსინსკი. შეხვედრაზე განიხილეს: თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილების - სკოლამდელი აღზრდის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მან დაათვალიერა მარნეულის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები.

14:00 საათზე, მარნეულის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ბატონი ერდჟი შეხვდა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: • ზრდასრულთა განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები; • სკოლამდელი განათლება; • ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები; • „დღის ცენტრი“-ს შექმნის აუცილებლობა. 15:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში, ბატონი ერდჟი ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ მერაბ თოფჩიშვილს, საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ ისპანდიარ ქერიმოვს, მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ცენტრის დირექტორს ბატონ ტოფიკ გაჯიევს. მათ განიხილეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული პრობლემები, დასახეს გადაჭრის გზები და ისაუბრეს სოფლებში ბაღების დაარსების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები მოიძიებენ ახალი ბაღის დასაფუძნებლად ადგილს, შენობას, შეაფასებენ მას და შესთვაზებენ პოტენციურ დონორს, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს. შეხვედრების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“.   {AG}06.10.2013-polonetis-elchi{/AG}

სხვა სიახლეები