მარნეულში ადგილობრივი დემოკრატიის კვირეული აღინიშნა
დღეს, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიაში შეხვედრა გაიმართა.
დღეს, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია იყო, ქვემო ქართლის რწმუნებულ- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვადასხვა ერთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების ჰარმონიული თანაცხოვრების საკითხებსა და კულტურათაშორისი დიალოგის არსზე.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული ყოვეწლიური ღონისძიებაა, რომელიც აღინიშნება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში და მისი მიზანია მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალსიება.
საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის კვირეული 10-დან -15- ოქტომბერამდე მიმდინარეობდა.