ახლოლალოში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია–გეურახის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახლოლალოში მიმდინარეობს სასმელი წყლის 150 მ3 – ის ტევადობის რეზერვუარის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ახლოლალოში დაპროექტდა შიდა წყალმომარაგების ქსელიც, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა.

პროექტი ხორციელდება თანადაფინანსებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყო 18 247, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 206 159 ლარი. აღსანიშნავია, რომ რეზერვუარი მოამარაგებს 810 მოსახლეს. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 15 მუშა ხელი.