სოფელ დამია-გეურახში სასმელი წყლის დაქსელვითი სამუშაოები დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია–გეურახის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დამია–გეურახში დასრულდა სასმელი წყლის დაქსელვითი სამუშაოები და გზის მოასფალტება. დაიგო 2 კმ–იანი გზის მონაკვეთი, პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რგპ).

პროექტის ღირებულებაა 585 038 ლარი. სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს „ქციამ“. პროექტი მიმდინარეობდა 2015 წლის ივლის–აგვისტოში. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმდა 40 მუშა ხელი.