მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი–გარდაბანის“ მშენებლობის საჯარო განხილვა
18 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოეწყო საჯარო განხილვა „წითელი ხიდი–გარდაბანის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის თანამშრომლები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ახორციელბს „აღმოსავლეთ დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი–გარდაბანის“ მონაკვეთის მშნებლობის პროექტს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროექტის განხორციელება დადებითად იმოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლის ზრდასა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.