სიახლეები

სამედიცინო საქველმოქმედო აქცია ალგეთის ტერიოტრიულ ერთეულში

21 ნოე, 2015

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობისათვის თვალის მიკროქირურგიულმა  ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯმა” უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო  ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ერთეულიდან ადგილობრივმა ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა, რომელთაც უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაეწიათ. 
აღსანიშნავია, რომ აქცია მხოლოდ გამოკვლევებით არ დასრულდება, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ ოპერაციები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტებს მუნიციპალიტეტში მოძრავი საოპერაციო კლინიკა მოემსახურება, რომელიც აღჭურვილია, როგორც დიაგნოსტიკური,  ასევე საოპერაციო ბლოკით.
აქციის მსვლელობა მოინახულეს გამგებლის მოადგილეებმა თეიმურაზ ბერიძემ, ქამანდარ ისმაილოვმა და თვითმმართველობის სხვა თანაშრომლებმა.

სხვა სიახლეები