სიახლეები

აქცია მარნეულში - „ნაადრევი ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“

25 ნოე, 2015

დღეს, 25 ნოემბერს, მარნეულში ქალთა მოძრაობის (Georgian Women’s Movement) ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ მხარდაჭერით გაიმართა მშვიდობიანი აქცია ლოზუნგით - „ნაადრევი ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“

აქცია, მიზნად ისახავდა საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლებას ძალადობის შესახებ და მათი ყურადღების მიპყრობას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი როგორიცაა გოგონათა ადრეული ქორწინება, ძალადობრივი გზით.
აღნიშნული აქციის ფარგლებში გოგონათა სოლიდარობის მიზნით, მარნეულის ქუჩებში მასობრივი მსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიოზაციის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები.
აქცია „ნაადრევი ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“– მარნეულში ქალთა მოძრაობის, მარნეულის ახალგაზრდული გენდერული კლუბის, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები