სიახლეები

სამედიცინო აქცია მარენულში კვლავ გრძელდება

26 ნოე, 2015

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მცხოვრები მოსახლეობისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, თვალის მიკროქირურგიულმა ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯმა” უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ერთეულებიდან ადგილობრივმა ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა, რომელთაც უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაეწიათ. 
აღსანიშნავია, რომ აქცია მხოლოდ გამოკვლევებით არ დასრულდება, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ ოპერაციები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტებს მუნიციპალიტეტში მოძრავი საოპერაციო კლინიკა მოემსახურება, რომელიც აღჭურვილია, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე საოპერაციო ბლოკით.
აქციის მსვლელობას დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიც აკვირდებოდნენ.

სხვა სიახლეები