სიახლეები

გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

26 ნოე, 2015

მიმდინარე წლის 15-21 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლი, მერაბ თოფჩიშვილი, პოლონეთის ოლქის პომორსკიეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლნეთის საელჩოს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ქალაქ გდანსკში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში მოეწყო პომორსკიეს ოლქის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფომრები და მიღწევები. სამუშაო ვიზიტის ერთ–ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული რეფორმები პოლონეთში, საუბარი მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. 
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გამგებლი შეხვდა ოლქის გუბერნატორს, მეწარმეთა განვითარების სააგენტოს დირექტორს, პომორსკის რაიონის სეიმის დეპუტატებს, ქალაქ გდანსკის გამგებელს, საკრებულოს თავჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში გამგებლი ასევე შეხვდა ქალაქ სოპოტის, კარტუზის, ქალაქ პუცკის და ქალაქ გნიევიის მერებსა და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს. 
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მუნიციპალიტეტებში დანერგილი პრაქტიკა და გამოცდილება.

სხვა სიახლეები