სოფელ კიროვკაში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია–გეურახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კიროვკაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო–სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე არ არსებობდა ცენტრალიზირებული სასმელი წყლის ქსელი.

პრობლემის მოსაგვარებლად კი სოფელში მიმდინარეობს 150 მ3 სასმელი წყლის რეზერვუარის მონტაჟი, რომლის შემდგომაც მოხდება 720 მოსახლის სასმელი წყლით მომარაგება. ასევე, პირველ ეტაპზე დაიწყება სოფლის ნაწილის დაქსელვა, რომლის საშუალებითაც 70 ოჯახი სასმელი წყალით იქნება უზრუნველყოფილი. 2016 წელს კი მთლიანი სოფლის დაქსელვა მოხდება. პროექტი ხორციელდება თანადაფინანსებით, რომლის განსახორციელბლად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ – 16 759ლარი, ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 154 655 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 20 მუშახელი.