სიახლეები

მარნეულში დღეს თვალის უფასო ოპერაციები ტარდება

28 ნოე, 2015

დღეს, 28 ნოემბერს, ქვემო ქართლის რწმუნებულის–გუბერნატორის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, ქალაქ მარნეულში უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და ოპერაციებს ატარებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად, პაციენტებს მოძრავი (მობილური)საოპერაციო კლინიკა ემსახურება, რომელიც აღჭურვილია, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე საოპერაციო ბლოკით. მობილური კლინიკა განთავსებულია ქ. მარნეულში (გამგეობის შენობის ეზოში) და ემსახურება როგორც მარნეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, ასევე დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს.შეგახსენებთ, რომ უფასო აქციის ფარგლებში, მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ გამოკვლევები ეტაპობრივად ჩაუტარდათ, მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელიც მოიცავდა 50–60 წლის ზემოთ პენსიონერ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს.სამედიცინო აქციის პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პირადად გაეცნო. გამგებელმა ჯავრიშვილის კლინიკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, აქციის გამართვისთვის, ხოლო პაციენტებს ჯანმრთელობა უსურვა. {AG}2015.11.28-tvalis.ufaso.operacia{/AG}

სხვა სიახლეები