სიახლეები

თვითმმართველობათა ასოციაციამ კონფერენცია გამართა

01 დეკ, 2015

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობოთა ეროვნული ასოციაციის (NALA) ინიციატივით, LDA-Georgia-სა (,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო’’) და ALDA-ს (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია) მხარდაჭერით, დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, თემაზე „მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
შეხვედრაზე მიწვეული იყო, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი. სადაც, მონაწილეებმა დემოკრატიის განვითარების პროცესში სამოქლაქო ჩართულობის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპულ მოდელებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს. 
პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონფერენცია გაიმართა და რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“ პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით ახორციელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას ემსახურება.

სხვა სიახლეები