სოფელ კირიხლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 2 კმ-იანი გზის მონაკვეთის შეკეთება/მოასფალტებას ითვალისწინებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 2 კმ-იანი გზის მონაკვეთის შეკეთება/მოასფალტებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 40 ადამიანია დასაქმებული.
სოფელ კირიხლოს გზის აღდგენის სამუშაოებს შპს - „ტ.ტ.“ ასრულებს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება, რომლის ღირებულება 593 970 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კირიხლომდე მისასვლელი 2 280 მეტრის სიგრძის გზის მოასფალტების პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან 690 237 ლარით დაფინანსდა.