სიახლეები

სოფელ თამარისში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა

01 დეკ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც 3 კმ - იანი გზის მონაკვეთის შეკეთებას ითვალისწინებდა.აღსანიშნავია, რომ  პროექტის ფარგლებში  გზის რეაბილიტაციის პროცესში  40 ადამიანი დასაქმდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც 3 კმ - იანი გზის მონაკვეთის შეკეთებას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ  პროექტის ფარგლებში  გზის რეაბილიტაციის პროცესში  40 ადამიანი დასაქმდა.

სოფელ თამარისის შიდა გზების აღდგენის სამუშაოებს  შპს - „სამშენებლო სამონტაჟო  საექსპლუატაციო  საწარმო  ჩელიაბინსკტრანსსიგნალი-ს საქართველოს ფილიალი“ ასრულებდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი,  2015 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდა, რომლის ღირებულება 593 777 ლარს შეადგენს. 
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სხვა სიახლეები