საინფორმაციო შეხვედრა სოფლის მეურნეობის საკითხებზე
დღეს, გამგეობაში საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლებმა, პროექტ „საქართველოს მოქალაქეები ევროპაში-ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება“-ის ფარგლებში, გამართეს საინფორმაციო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას უძღვებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ერთ-ერთი წარმატებული ფერმერი, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე აუდიტორიას. შეხვედრის ძირითად თემას, სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევები, მალე მზრდადი მცენარეების მოვლა და ზოგადად სოფლის მეურნოების მიმართულებით, სლოვაკეთის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
დღესვე, სლოვაკელი ფერმერი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონლურ სამმართველოს თანამშრომლებს, ადგილობრივ ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც შეხვდა.