სიახლეები

სემინარი თემაზე - საბავშვო ინფრასტრუქტურა მარნეულში

03 დეკ, 2015

3  დეკემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAD) „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით  გაიმართა შეხვედრა თემაზე:  „უწყებათშორისი რეგულაციები და შესაძლებლობები ბავშვთა განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში პოლონეთისა და სხვა საელჩოების წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, სკოლების დირექტორები, მუნიციპალური ააიპ-ების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული პირები.
სემინარის  მსვლელობისას საუბარ შეეხო, ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციებს სკოლამდელი განათლების სფეროში და  უწყებათშორის რეგულაციებსა და შესაძლებლობებს ინფრასტრუქტურული პროექტების ბავშვთა მიზნობრივი ჯგუფისათვის.   
აღნიშნული შეხვედრის მიზანს დაინტერესებული პირებისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამების გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარება წარმოადგენდა, რომელიც საბავშო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული მიმართულებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები