დასკვნითი ღონისძიება პროექტის „ნატო რეგიონებში“
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ნატო რეგიონებში“ ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ნატო რეგიონებში“ ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ვილიამ ლაჰიუ, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) წარმომადგენელი, მწერალი ლაშა ბუღაძე.
შეხვედრას, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა, განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა, ევროპული ღირებულებები და ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია სთავაზობს.
შეხვედრის მსვლელობისას დამსწრეთა შორის მოეწყო დისკუსიაც, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესზე და პერსპექტივებზე.
გამგეობის შემდეგ, შეხვედრა ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლაში გარძელდა, სადაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად პროექტის წარმომადგენლებმა, ზემოთ აღნიშნულ თემებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა - გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ. აღნიშნული შეხვედრა პროექტის „ნატო რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ის საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.