ექსპერიმენტული არქეოლოგია იმირის გორაზე
დღეს, 5 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების“ ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმათველობის მხარდაჭერით ექსპერიმენტული არქეოლოგიის ფარგლებში კერამიკის უძველესი წესით დამზადების მასტერკლასები ჩატარდა.

აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები.
ექსპერიმენტული არქეოლოგიური მასტერკლასის მიზანი იყო პრაქტიკულად ეჩვენებინა, თუ როგორ ხდებოდა კერამიკის დამზადება ყველა იმ უძველესი წესის დაცვით, რომელიც გამოიყენებოდა ნეოლითურ ხანაში.
სტუდენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი ელგუჯა კუპატაძე შეხვდნენ, სადაც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, არქეოლოგიური ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამომავლო არქეოლოგიურ ექსკურსიებზე ისაუბრეს მარნეულის მუნიციპალიტეტში.
შეგახსენებთ, რომ პირველი არქეოლოგიური გათხრები სოფ. იმირში XX საუკუნის 60-იან წლებში ჩატარდა. წლების წინ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა 7000 წლის წინანდელი დასახლება, სადაც პირველად კაცობრიობის ისტორიაში დაიწურა ღვინო. ამაზე მიუთითებს იმირის გორაზე აღმოჩენილი ვაზის რამდენიმე წიპწა. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, ,,vitis vinisfera sativa-ს“ მიაკუთვნეს.