სიახლეები

მარნეულში პოეზიის საღამო გაიმართა

07 დეკ, 2015

მიმდინარე წლის 4 დეკემებრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, პოეზიის საღამო გაიმართა. ლიტერატურული ღონისძიება, ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების გიუნელ ზეინალოვისა და ნინი ცარციძის ნახატების გამოფენით გაიხსნა.

მიმდინარე წლის 4 დეკემებრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, პოეზიის საღამო გაიმართა. ლიტერატურული ღონისძიება, ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების გიუნელ ზეინალოვისა და ნინი ცარციძის ნახატების გამოფენით გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, სკოლის მოსაწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები. 
საღამო სალონურ სტილში, მშვიდ გარემოში – წითელი ღვინის, ალაფურშეტისა და სპეციალურად შექმნილი დეკორაციების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ცოცხალი მუსიკის – ვიოლინოსა და როიალის ჰანგებით იყო გაფორმებული.
დასწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ ადგილობრივ ხელოვანთა სამუსიკო და საცეკვაო ნომრებით. 
ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს ლექსები, რამაც დიდი ემოციები გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. ასევე, ნებისმირ მსურველს საშუალება ქონდა, სურვილის შემთხვევაში წაეკითხა ლექსი. 
საღამოს დასასრულს, სამახსოვრო პრიზებით ლიტერატურული კონკურსის „მიხეილ ჯავახიშვილის გზა წერაქვიდან“ მონაწილეები დაჯილდოვნენ.
აღსანიშნავია, რომ პოეზიის საღამო ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და კულტური ცენტის ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები