სიახლეები

პირველ ქესალოში სარწყავი წყლის ჭაბურღილი მოეწყო

08 დეკ, 2015

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში, სარწყავი წყლის ჭაბურღილი მოეწყო, რომელიც აღნიშნული სოფლის მოსახლეობას სარწყავი წლით მოამარაგებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში, სარწყავი წყლის ჭაბურღილი მოეწყო, რომელიც აღნიშნული სოფლის მოსახლეობას სარწყავი წლით მოამარაგებს.

პროექტის მიხედვით, ჭაბურღილის სიმაღლე 100 მეტრით განისაზღვრა, რაც უზრუნველყოფს წლის დებეტის საჭირო რაოდენობას. ჭაბურღილიდან ამოტუმბული წყალი კი ჩაედინება არსებული სარწყავი წყლის არხში.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა, დაახლოებით 10 მუშა–ხელი დასაქმდა.
ჭაბურღილის მოწყობისთვის დაიხარჯა 26 064 ლარი.

სხვა სიახლეები