„ვიშეგრადის“ დელეგაცია მარნეულს სტუმრობდა
დღეს, 9 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, „ვიშეგრადის“ წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა.

დელეგაციის წარმომადგენლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის მოადგილე თემურ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
საუბარი შეეხო, თვითმმართველობებში ურბანულ დაგეგმარებას, ფინანსებსა და შესაძლებლობების განვითარებასა მარნეულის მუნიციპალიტეტში.
აღნიშნული შეხვედრის დასასრულს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, უცხოელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიმდინარე ერთ-ერთი ფართომაშტაბიანი თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი ბიბლიოთეკა ლიტერატურული კაფით დაათვალიერებინა, რომლის მშენებლობაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
,,ვიშეგრადის'' წევრი ქვეყნების დელეგაცია, მარნეულის გარდა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც სტუმრობდა. უცხოელი დელეგატები, საქართველოს 11დეკემბერს დატოვებენ.