სიახლეები

გამგებელ მერაბ თოფჩიშვილს „ადგილობრივი თვითმმართველობა-საუკეთესო პრაქტიკა 2015“-ის დიპლომი გადაეცა

13 დეკ, 2015

12 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, „ქორთიარდ მერიოტში“, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - „ადგილობრივი თვითმმართველობა საუკეთესო პრაქტიკა-2015“.

12 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, „ქორთიარდ მერიოტში“, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - „ადგილობრივი თვითმმართველობა საუკეთესო პრაქტიკა-2015“.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ საქართველოში განხორციელებული რეფორმები განიხილეს და სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული, 10 საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველი ორგანოები დააჯილდოვეს.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
„მინდა მოკლედ შევახსენო ყველას თუ რა გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ თვითმმართველობის რეფორმას განვახორციელებდით. მოგეხსენებათ სულ რაღაც 2-3 წლის წინ საქართველოში იყო ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და შეცვალა ეს სისტემა, არსებული ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იყო ეფექტური შეგვეცვალა და წავსულიყავით დეცენტრალიზაციის გზით. ამის შედეგი არის ის, რომ ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ უპრეცედენტო ადგილობრივი არჩევნები, ავირჩიეთ 59 გამგებელი და 12 მერი, პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ დავსახეთ საკმაოდ ამბიციური გეგმა, ბარიერი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ იყო მართლაც უპრეცედენტო, ეს იყო 50 %-იანი ბარიერი, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი. მე ვიზიარებ იმ სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ამ რეფორმის განხორციელების შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
კონფერენციაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტმა სამი საუკეთესო პრაქტიკა წარადგინა, ესენია: 1.- „სკოლამდელი აღზრდის ცენტრების გახსნა“; 2.- ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ და 3.-„თანამედროვე ბიბლიოთეკის მშენებლობა“. კონფერენციაზე, სამი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის მუნიციპალიტეტში, გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს „ადგილობრივი თვითმმართველობა-საუკეთესო პრაქტიკა 2015"-ის დიპლომი გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოცოაციის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები